Top 10 similar words or synonyms for ანაზომების

შკალის    0.876508

ძეგლისწერის    0.842276

კატეგორიზაციის    0.831715

რეგლამენტის    0.830103

ასარი    0.826447

კონსისტენციის    0.819139

რაოდენობების    0.811400

გრადაციის    0.811036

გორგაძეს    0.810536

მონათხრობის    0.807798

Top 30 analogous words or synonyms for ანაზომების

Article Example
სამთავისის ტაძარი აღწერილი დეტალები, ცხადია, ფასადზე მიშენებული ნაგებობის ინტერიერის ჩრდილოეთის კედლის ხუროთმოძღვრული დეკორია. როგორც რიპარდის მიერ 1847 წელს შესრულებული სამთავისის ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების მიხედვით ირკვევა, სამხრეთის ფასადზე მიშენებული ნაგებობა დასავლეთის კიდიდან იწყებოდა და მთავრდებოდა ფასადის ცენტრალური კამარის აღმოსავლეთის ლილვის გვერდით. მისი საერთო გარეთა სიგრძე, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით, 12 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო სიგანე – 4 მეტრი. ამრიგად, მინაშენის გეგმა საკმაოდ დაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენდა, რომლის შიგნითაც აღმოსავლეთის მხარე სწორკუთხედით ბოლოვდებოდა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით შესაძლებელია რამდენადმე ზუსტად აღვადგინოთ სამხრეთის მხარის მინაშენის ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტა, ხოლო ზოგადად წარმოვიდგინოთ მისი გარეთა მასები და ხუროთმოძღვრული ფორმები.
სამთავისის ტაძარი სამთავისის ტაძრის ხედების, ფასადებისა და დეტალების ფოტოგრაფირება ეკუთვნის კავკასიის ცნობილ გეოგრაფს, მხატვარ დიმიტრი ერმაკოვს, რომელმაც XIX–XX საუკუნეთა მიჯნაზე შექმნა ქართული კულტურის ძეგლების ფოტო-ნეგატივების უნიკალური კოლექცია. სამთავისის ტაძარი რიპარდის სქემატური ანაზომების გარდა აზომილი და გამოხაზულია ცნობილი საბჭოთა ხუროთმოძღვრების მ. ჩხიკვაძის, ნ. სევეროვის, ნ. ჩუბინაშვილისა და ლ. წილოსანის მიერ.
სამთავისის ტაძარი XIX საუკუნის შეკეთებამდე დასავლეთის ფასადზე მინაშენის ნაშთი იყო შემორჩენილი, რომელიც, რიპარდის ანაზომების მიხედვით, სამი სათავსისაგან შედგებოდა. მინაშენი ფასადის სამხრეთის კიდიდან იწყებოდა და დაახლოებით 15 მეტრის სიგრძეზე მთავრდებოდა. რიპარდს ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების შესრულების დროს დასავლეთის მინაშენის სამხრეთის ნაწილი, რომელიც კვადრატული ფორმის სათავსს წარმოადგენდა, თითქმის სულ დანგრეული დახვედრია, რის გამოც მინაშენის ამ ნაწილის კარი და სარკმელი ნახაზებზე ვეღარ დაუტანია. მინაშენის შუა ნაწილი, რომელიც ფასადის ცენტრში გაჭრილ კარზე იყო მიდგმული, კარიბჭე უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთის მხარის სათავსში, ძველი გეგმის მიხედვით, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია არსებობდა, რომელშიც მოხვედრა მხოლოდ კარიბჭიდან ხერხდებოდა. ეკლესია შიგნიდან სრულიად სადა და მარტივი ფორმისა ყოფილა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდი ჰქონდა. ინტერიერის გასანათებლად ჩრდილოეთის მხარეზე ერთი სარკმელი იყო გაჭრილი. დასავლეთის მხარის სამნაწილიანი მინაშენი ორფერდიანი გადახურვის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოქცეული.