Top 10 similar words or synonyms for ამტანია

ნიადაგისადმი    0.898946

ყინვაგამძლეა    0.894124

გვალვაგამძლეა    0.891897

მომჟავო    0.891055

წვნიანი    0.877119

ამონაყარით    0.864329

კანით    0.863495

სწრაფმზარდია    0.861407

მოქნილია    0.859138

კვერცხებით    0.858619

Top 30 analogous words or synonyms for ამტანია

Article Example
არყი არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს (არყნარებს) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის წვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამზადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.
შინაური ვირი ვირს სასაპალნე და შესაბმელ პირუტყვად იყენებენ. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში და ბილიკებით სავალ გზებზე. ვირს საშუალოდ შეუძლია ზურგით 70-80 კგ-მდე ტვირთის გადატანა, საზიდრით კი — 2,5 ტ-მდე. ვირს სამუშაოდ 2 წლიდან იყენებენ. საქართველოში (კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, აფხაზეთში) გავრცელებული ვირი ტანად პატარაა, სიმაღლით 95 სმ. მოვლა-კვების მიმართ ნაკლებმომთხოვნია, გამძლე და ამტანია, იშვიათად ავადდება.
თერგული ცხენი თერგული ცხენი — საჯდომი ცხენის ჯიში. გამოყვანილია თერგისა და სტავროპოლის ცხენოსაშენებში ძირითადად სტრელცოვკური და არაბული ჯიშების შეჯვარებით. ფერად უფრო ხშირად ლურჯაა, ზოგჯერ ქურანა. ამტანია, კარგადაა შეგუებული ადგილობრივ პირობებს. იყენებენ სატრანსპორტო სამუშაოებზეც. ფაშატის განაზომია (სმ-ობით): სიმაღლე მინდაოში — 155, ტანის ირიბი სიგრძე -— 155, გულმკერდის ირგვლივი — 180; ნების ირგვლივი — 19. თერგული ცხენი გამაუმჯობესებელი ჯიშია ამიერ- და ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი ზონის ცხენების.
პერშერონი პერშერონი () — მძიმეტვირთმზიდი ცხენის ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პერშის (Perche) რაიონში. ჯიში შექმნილია ადგილობრივი შესაბმელი ცხენების „თავისში მოშენებით“ და გაუმჯობესებულია აღმოსავლური ჯიშის ცხენების (უმთავრესად არაბული) ჩართვითი შეჯვარების მეშვეობით. თანამედროვე პერშერონები მასიური, ჰარმონიულად აგებული, მაგარი და მშრალი კონსტიტუციის ცხენებია, ფერად ნაცრისფერი ან შავი, ამტანია, შეუძლია გადაიტანოს 25 ტ-მდე ტვირთი.
ცუგა ცუგა (, – ცუგა) — წიწვოვან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. მაღალი მარადმწვანე დეკორატიული ხეებია. ტენის მოყვარული და ჩრდილის ამტანია. აქვს მსუბუქი მერქანი, რომელსაც ძირითადად ქაღალდის დასამზადებლად იყენებენ. ხეების სიმაღლე 20-65 მ აღწევს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. გვხვდება 8, 9 ან 10 სახეობა, რომელთაგან ოთხი სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაშია, ხოლო ექვსი — აღმოსავლეთ აზიაში.
კანჯარი კანჯარი () — კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს. წონა 120—127 კგ. აქვს მოყვითალო ზურგი, თეთრი მუცელი, ხერხემლის გასწვრივ შავი ზოლი გასდევს. გავრცელებულია წინა, შუა და ცენტრალურ აზიის უდანბნოებსა და და ნახევარუდაბნოებში. შემორჩენილია სამხრეთ თურქმენეთში (ბადხიზის ნაკრძალი). აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობდა შუა საუკუნეებში. სწრაფად დარბის (70 კმ-მდე საათში) და ძალზე ამტანია. მაკეობა 11 თვე გრძელდება. შობს 1 კვიცს. ეჯვარება ვირსა და შინაურ ცხენს.
უხრავი უხრავი () — ფოთოლმცვივანი ხეების გვარი არყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 5 სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათგან კავკასიასა და საქართველოში შერეულ ტყეებში იზრდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი ანუ რცხილაფოთოლა უხრავი (Ostrya carpinifolia); მისი სიმაღლე 15-20 მ, ზოგჯერ 25 მეტრს აღწევს. დახეთქილი ქერქი და ორმაგხერხკბილა მოკლეყუნწიანი ფოთოლი აქვს. სითბოს მოყვარული და საკმაოდ ჩრდილის ამტანია. იზრდება კარბონატულ ნიადაგზე, იტანს მის სიმშრალეს. უხვად იძლევა ძირკვის ამონაყარს, ცოცხლობს 100 წლამდე. მაგარი და გამძლე მერქანი აქვს. ქერქი შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. დეკორატიული ხეა. საქართველოში შედარებით ხშირად გვხვდება მესხეთში, იმერეთში, აჭარასა და აფხაზეთში. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ჩვენში ბაღ-პარკებში მოშენებულია ვირჯინიული უხრავი (Ostrya virginiana), რომლის სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.
დონური ცხენი დონური ცხენი — საჯდომ-შესაბმელი ჯიშის ცხენი. ძველთაგანვე მოუშენებიათ დონის კაზაკებს. ჯიშის გამოსაყვანად გამოყენებულია სტეპის ადგილობრივი სამხრეთ რუსული ცხენები, რომლებიც შეჯვარებულია სპარსულ, ყარაბაღულ, არაბულ და თურქმენულ ცხენებთან, შემდეგ — რუსულ და ინგლისურ წმინდასისხლიან აჯილღასთან. თანამედროვე დონური ცხენი ტანად მსხვილი და მასიურია. სანაშენე აჯილღას საშუალო განაზომები (სმ-ობით): სიმაღლემინდაოში 159, ტანის ირიბი სიგრძე 160, გულმკერდის ირგვლივი ზომა 185, ნებისა 21; ფაშატისა (შესაბამისად) — 156, 160, 187, 19,7. ფერად თაფლაა, მოოქროსფერო ელფერი დაჰკრავს, ამტანია, მაგარი კონსტიტუციისა. დონური ცხენი გავრცელებული როსტოვის ოლქსა და სტავროპოლის მხარეში. იპოდრომზე გამოცდისას დონურმა ცხენმა 1200მ დაფარა 1 წთ, 19 წმ-ში. 1800 მ — 1 წთ, 58,8 წმ-ში, 2000 მ — 2 წთ, 15,5 წმ-ში, 3000 მ — 3 წთ, 28 წმ-ში. გარბენის შედეგია: 200 კმ — 16 სათ-ში; უდიდესი წევის ძალა — 4,6 კნ (460 კგძ).
ლეკა ლეკა, "ლეკის ხე" (Acer platanoides), ნეკერჩხლის ერთ-ერთი სახეობა. ზაფხულმწვანე ხეა. მისი სიმაღლე 30 მეტრს, დიამეტრი კი 1 მეტრს აღწევს. აქვს მურა-რუხი ან თითქმის შავი ქერქი, 5-7 ნაკვთიანი მწვანე ფოთოლი. ნაყოფი კაკლისებრია (ორცალი), ზედ თითქმის ჰორიზონტალურად გაფარჩხული ფრთისებრი დანამატებით („ორფრთიანა“). გავრცელებულია ევრაზიის დასავლეთ ნაწილში, სკანდინავიასა და ბალკანეთში. საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, შერეულია ყველა ფოთლოვან (განსაკუთრებით მუხნარებში) და წიწვოვან ტყეში, ზღვის დონიდან 2000 მ-მდე (ე. ი. მეტწილად სუბალპურ სარტყლამდე). ხარობს ნოყიერ და ტენიან ნიადაგზე, ვერ იტანს მის დამლაშებას და ჩაგუბებულ ტენიანობას. ჩრდილის ამტანია. ყვავილობს მაისში ფოთლის გაშლასთან ერთად. მსხმოიარობს სექტემბერში. სწრაფმზარდია, 50-60 წლისა სრულ სიმაღლეს აღწევს. მოჭრის შემდეგ უხვად ივითარებს ამონაყარს და ამ თვისებას 80 წლამდე ინარჩუნებს. ლამაზი, შემოდგომით ფოთლები ოქროსფერია ან წითელი. ბაღ-პარკებში მოშენებულია ხეივნებად, ჯგუფებად და ეულად. თაფლოვანია. ფოთლებიდან იღებენ შავ და ყვითელ საღებავს. მკვრივ, მაგარ, მოყვითალო და მბზინვარე მერქანს სადურგლო და სახარატო საქმეში იყენებენ. არსებობს ლეკას მრავალი ბაღის ფორმა.
თელა თელა () — მერქნიან მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი, ზოგჯერ მარადმწვანე (ტროპიკებსა და სუბტროპიკებში) ხეებია, იშვიათად ბუჩქები. სიმაღლე 30-40 მ აღწევს. აქვთ წვრილი, კონებად შეკრებილი, უმეტესად ორსქესიანი ყვავილები, ფრთიანი კაკლუჭა ნაყოფი. გვარი მოიცავს 50--მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონაში, ნაწილობრივ სუბტროპიკებისა და ტროპიკების მთებში. კავკასიაში იზრდება 9 სახეობა, საქართველოში — 5; მათგან ერთი — ქართული თელა () საქართველოს ენდემია; იზრდება შირაქის ხევებში, მეტად მშრალ და მეჩხერ ტყეში (სულ რამდენიმე ათეულია). თელის წმინდა კორომები (მცირეც კი) ძალზე იშვიათია. საქართველოს ფოთლოვან ტყეებში შერეულია თელადუმა (თელამუში — Ulmus elliptica), რომელიც აღწევს სუბალპურ სარტყელს და თელა („კარაღაჯი“ — Ulmus minor, Ulmus foliacea), რომელიც გავრცელებულია მთის ტყეების შუა სარტყლამდე. თელა ყინვაგამძლე და ჩრდილის ამტანია, ეტანება ნოტიერ და ტენიან ნიადაგს, თუმცა ბევრი გვალვასა და სუსტად დამლაშებულ ნიადაგსაც ეგუება. ყვავილობს (ფოთლის გაშლამდე) და ნაყოფს ისხამს ადრე გაზაფხულზე, ზოგი აღმოსავლეთაზიური სახეობა — შემოდგომით. ცოცხლობს 200-400 წელს. ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 15-40 წლის ასაკში. მრავლდება თესლით, მყრობითა და ფესვის ნაბარტყით. უხვად ივითარებს ძირკვის ამონაყარს. ღრმად განვითარებული გვერდითი ფესვების გამო ქარი ვერ აქცევს. იყენებენ ბაღ-პარკებისა და მინდორსაცავი ზოლების გასაშენებლად. ქუჩებისა და გზების გასამწვანებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გვალვაგამძლე შუააზიის ენდემი — „ლალბანდი“ (Ulmus densa). თელის მერქანი გამძლე და მაგარია, ძვირფასი საავეჯე მასალაა (განსაკუთრებით ლამაზი ნუჟრების გამო). იყენებენ მშენებლობაშიც.