Top 10 similar words or synonyms for აგნოსტიციზმის

ვარაუდების    0.856878

ეიჯიზმი    0.850652

რაოდენობების    0.842666

ჰოროსკოპის    0.838812

სანდოობის    0.833855

შეგრძნებების    0.826711

პურანები    0.820972

მახასიათებელთა    0.818284

ლესბოსელის    0.817626

პარალელების    0.816144

Top 30 analogous words or synonyms for აგნოსტიციზმის

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
კარლო ბლაგიძე კარლო ბლაგიძე (დ. 10 აპრილი, 1928, გულიანი) — ქართველი ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტიტი. სადისერტაციო თემა — „აგნოსტიციზმის კრიტიკა“, დაიცვა 1953 წელს.
დევიდ იუმი დევიდ იუმი (; დ. 7 მაისი, 1711, ედინბურგი — გ. 25 აგვისტო, 1776, იქვე) — შოტლანდიელი ფილოსოფოსი. ემპრიზმისა და აგნოსტიციზმის წარმომადგენელი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შოტლანდიელი განმანათლებელი.
იგნოსტიციზმი იგნოსტიციზმი ან იგთეიზმი — თეოლოგიური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სხვა შეხედულება თეოლოგიაზე (აგნოსტიციზმის ჩათვლით) აყენებს უამრავ დაუსაბუთებელ ვარაუდს ღმერთის/ღმერთების არსებობის და ასევე თეოლოგიური კონცეპციების შესახებ. ტერმინი „იგნოსტიციზმი“ დაამკვიდრა ჰუმანიტარული იუდაიზმის დამაარსებელმა შერვინ ვაინმა. ზოგიერთი ფილოსოფოსისთვის იგნოსტიციზმი აღიქმება როგორც ათეიზმის ან აგნოსტიციზმის ერთ-ერთი სახეობა, ამავდროულად სხვები მას დამოუკიდებელ მიმართულებად აღიქვამენ. იგნოსტიკი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ის ვერ გასცემს პასუხს, კითხვაზე - სჯერა თუ არა მას ღმერთის, იქამდე სანამ, მკითხველი არ დაუკონკრეტებს ღმერთის/ღმერთების განმარტებას. წიგნში „ენა, სიმართლე და ლოგიკა“, ალფრედ აიერი ამტკიცებს, რომ არავის არ შეუძლია ილაპარაკოს ღმერთის არსებობაზე ან მისი სავარაუდო არსებობის შესახებ, რადგანაც ეს მოსაზრება არ არის დამოწმებული და აქედან გამომდინარე აზრს მოკლებულია.
აგნოსტიციზმი აგნოსტიციზმი ახლოს დგას თეიზმთან, შესაბამისად იუდაიზმთან, ისლამთან, ქრისტიანობასთან და ინდუიზმთან, იმ თვალსაზრისით, რომ აგნოსტიციზმის მიხედვით, თუ დავუშვებდით ღმერთის არსებობას, მისი შემეცნების შესაძლებლობა მაინც დაუშვებელია. ყოველი გაუყალბებელი, არაფალსიფიცირებული მოძღვრება ღმერთის შესახებ არის არამეცნიერული(კარლ პოპერისა და ჰანს ალბერტის, ასევე პაულ ფეიერაბენდის თვალთახევით). მოძღვრება ღმერთზე, გამოცხადებასა და ღვთიურ სასწაულზე, აგნოსტიკოსის აზრით, მოკლებულია სამეცნიერო საფუძველს. შეუძლებელია ამ ცოდნის შემოწმება, დადასტურება ან აურყოფა.
ათეიზმი ეპისტემოლოგიური ათეიზმი ასკვნის, რომ ხალხს არ შეუძლია გაიგოს ღმერთი ან მისი არსებობა. ეპისტემოლოგიური ათეიზმის საძირკველია აგნოსტიციზმი, რომელიც სხვადასხვა ფორმებს იღებს. მუდმივობის ფილოსოფიაში, ღვთაებრიობა განუყოფელია თავად მსოფლიოსგან, მოიცავს პიროვნების გონებას და თითოეული პიროვნების ცნობიერება ჩაკეტილია სუბიექტში. აგნოსტიციზმის ამ ფორმის მიხედვით, ეს შეზღუდვა პერსპექტივაში თავს არიდებს ნებისმიერ ობიექტურ ვარაუდს ღმერთის რწმენიდან და მისი არსებობის მტკიცებიდან. კანტისა და განმანათლებლობის ეპოქის რაციონალისტური აგნოსტიციზმი ეთანხმება მხოლოდ ადამიანის რაციონალურობიდან გამოტანილ ცოდნას; ათეიზმის ეს ფორმა აღიარებს, რომ ღმერთები არ არიან ისეთი ხილვადი, როგორც პრინციპული საკითხები და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ცნობილი იყოს, რომ არსებობს. შოტლანდიელი ფილოსოფოსის, დევიდ იუმის იდეებზე დაფუძნებული სკეპტიციზმი ამტკიცებს, რომ რაიმეს უდავოობა შეუძლებელია, შესაბამისად, არასოდეს არავის შეუძლია იმის დარწმუნებით ცოდნა, არსებობს თუ არა ღმერთი. იუმი აღიარებდა, რომ ასეთი დაუკვირვებადი მეტაფიზიკური წარმოდგენები უნდა უარყოფილ იქნას როგორც „სოფისტიკა და ილუზია“. ათეიზმიდან აგნოსტიციზმის გამოყოფა სადავო საკითხია; შესაძლოა ის ცალკე, დამოუკიდებელ მსოფლმხედველობადაც იქნეს აღქმული.
აგნოსტიციზმი მტკიცებას, რომ ღმერთებისა და სხვა ზებუნებრივ ძალთა არსებობა პრინციპულად შეუმეცნებელია, სხვაგვარად მყარი(ძლიერი) აგნოსტიციზმი ეწოდება. მის საპირისპიროდ მერყევი(სუსტი) აგნოსტიციზმის მიხედვით ღმერთებისა და ზეციერთა არსებობა არის არა პრინციპულად შეუმეცნებელი, არამედ მხოლოდ ამ დროით მონაკვეთშია უცნობი. მაშინ, როცა მერყევი აგნოსტიკოსი ღმერთის არსებობის კითხვას პასუხობს ”მე ეს არ ვიცი”, მყარი აგნოსტიკოსი გადაჭრით პასუხობს: ”მე ამის ცოდნა არ შემიძლია, ამის ცოდნა არავის ხელეწიფება და ვერც ვერასდროს შევიძლებთ ამას”.
აგნოსტიციზმი ძირითადი სხვაობა აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ, რაციონალურ შემეცნების შესაძლებლობას, ხოლო ათეიზმი ღვთის ფაქტობრივ რწმენას უარყოფს. ამასთან აგნოსტიციზმი უმეტესად ფილოსოფიური თვალსაზრისია, მაშინ როცა ათეიზმი თეიზმის საპირწონედ გვევლინება. სხვაობა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ხშირად შეცდომით აგნოსტიციზმი ათეიზმის სინონიმად გამოიყენება. ზოგჯერ ისიც ითქმის, რომ აგნოსტიციზმი არ არის დამოუკუდებელი მსოფლმხედველობა, არამედ ოდენ ათეიზმის შემადგენელი პრინციპია. სხვანი იმასაც ამტკიცებენ, რომ ათეიზმი მხოლოდ როგორც აგნოსტიციზმის შედეგი იძენს აზრს. რომ ათეიზმი შედეგია აგნოსტიკური შეხედულებისა ღმერთის შემეცნების შეუძლებლობაზე. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი ვითარების გააზრება — აგნოსტიციზმი შეიძლება უშვებდეს ღმერთის არსებობას, მაგრამ გამორიცხავდეს მისი შემეცნების შესაძლებლობას. ათეიზმი კი ღმერთის რწმენის არქონას ნიშნავს.
აგნოსტიციზმი აგნოსტიციზმი აღმოცენდა სკეპტიციზმის ფორმით ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში პირონი და კლასიკური გაფორმება ჰპოვა ჰიუმისა და კანტის ფილოსოფიაში. თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში აგნოსტიციზმის ნაირსახეობად ითვლება იეროგლიფების თეორია. ასევე ნეოპოზიტივიზმის, ეგზისტენციალიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებმა სცადეს დაესაბუთებინათ სამყაროსა და ადამიანის შემეცნების შეუძლებლობა. თვით ტერმინი ”აგნოსტიციზმი” ბუნებისმეტყველის,პროფესორ ტომას ჰენრი ჰაქსლის მიერ ”მეტაფიზიკური საზოგადოების” სხდომაზე 1876 წელს იქნა შემოღებული. მისივე განმარტებით, აგნოსტიკოსი არის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს ღმერთთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე და დარწმუნებულია, რომ ნივთებისა და მოვლენების პირველსაწყისი უცნობია რამდენადაც ამის შემეცნება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით აგნოსტიკოსია ის, ვინც მიუღწევლად თვლის ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას ან უარყოფას. ტერმინი გამოიყენება ბერკლის, ჰამილტონის, სპენსერის, დავიდ იუმისა და სხვათა ფილოსოფიურ შეხედულებებთან მიმართებაში.
ათეიზმი ათეიზმის სხვა არგუმენტები, რომლებიც შესაძლებელია კლასიფიცირდეს როგორც ეპისტემოლოგიური ან ონტოლოგიური, მოიცავს ლოგიკურ პოზიტივიზმსა და იგნოზტიციზმს, რომლებიც ამტკიცებს ისეთი საბაზისო ტერმინების უგუნურებასა და არაგონივრულობას, როგორებიცაა „ღმერთი“ ან ისეთი წინადადების, როგორიცაა „ღმერთი ყოვლისძემძლეა“. თეოლოგიური ნონკოგნიტივიზმი აღიარებს, რომ წინადადება „ღმერთი არსებობს“, არ გამოხატავს მტკიცებას, მაგრამ უაზრო და შემეცნებითი თვალსაზრისით უგუნურია. დამტკიცებულია, რომ ასეთი ინდივიდები შესაძლებელია კლასიფიცირდნენ ათეიზმის ან აგნოსტიციზმის ზოგიერთ ფორმებში. ფილოსოფოსები ალფრედ ჯულუს აიერი და თეოდორ დრანჟი ორივე კატეგორიას უარყოფდა და აცხადებდნენ, რომ ორივე ბანაკი თანხმდება ღმერთის არსებობაზე, როგორც მტკიცებულებაზე. ამის სანაცვლოდ, ისინი ნონკოგნიტივიზმს ცალკე კატეგორიად აყალიბებდნენ.
აგნოსტიციზმი აგნოსტიციზმის მიხედვით ყოველი მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს, ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ გნოსისს (ცოდნას). აგნოსტიციზმი ადამიანური ცოდნის პრინციპულ შეზღუდულობას იცავს, რაც არ გამორიცხავს ტრანსცედენტურის არსებობას. აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს, თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარ შესაძლებლობა უარყოფილია. შესაბამისად, კითხვაზე „არსებობს თუ არა ღმერთი“ აგნოსტიკოსი არც დადებითად პასუხობს და არც უარყოფითად. მისი პასუხი იქნება „არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე”. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ბერძენი სოფისტი პროტაგორა ასე განმარტავდა თავის აგნოსტიკურ შეხედულებას: „ღმერთებისა არაფერი მსმენია, არცა მათ არსებობაზე და არცრა მათ არარსებობაზე“.