Top 10 similar words or synonyms for აბდულმესიანი

ვუკოლ    0.882173

თამარიანი    0.872335

ფშავური    0.870650

აპოკრიფული    0.869045

arac    0.867949

ნეკრესელის    0.866140

გვახარიამ    0.865266

დოგმატიკური    0.861865

რუსუდანიანი    0.861677

სუჯუნა    0.861228

Top 30 analogous words or synonyms for აბდულმესიანი

Article Example
აბდულმესიანი "აბდულმესია" თხზულების სახელწოდება და შექებული გმირის ეპითეტი უნდა იყოს (აბდ ალ-მესიჰ, არაბულად - მონა მესიისა, ქრისტესი) და არა ავტორის ზედწოდება, როგორც ადრე ეგონათ დავით რექტორს, პ. იოსელიანსა და სხვებს. მას თხზულების გმირად მიიჩნევს ერთ-ერთი უძველესი წყაროც - "ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიული სტროფი [(უქია) "აბდულმესია - შავთელსა..."].
აბდულმესიანი აბდულმესიანი საკარო პოეზიის ტიპობრივი ნიმუშია, რომელშიც შექებულია მეფე-პატრონთა ქველი საქმეები. "აბდულმესიანში" გატარებულია იმ დროისათვის პროგრესული იდეა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოსი, რომელსაც წარმართავს ღვთით დადგენილი თვითმპყრობელი მეფე. ღრმა ეროვნულ სულისკვეთებასთან ერთად თხზულების მსოფლმხედველობრივი საფუძველია აღიარება ძლიერი ქართული სახელმწიფოსი, რომელსაც იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული მისია - ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცება ეკისრებოდა. თავისი მესიანისტური კინცეფციით "აბდულმესიანი" ეხმაურება კლასიკური ხანის სხვა ძეგლებს. მისი იდეოლოგიური მიმართულების აშკარა პარალელი დასტურდება თამარისავე ეპოქის საისტორიო თხზულებებში.
აბდულმესიანი აბდულმესიანი — ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორად მიჩნეულია იოანე შავთელი. ძეგლში მოხსენებული სხვადასხვა ისტორიული რეალიის მიხედვით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, ბასიანის ბრძოლა) იგი შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. თხზულებაში თამარ მეფესთან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი, რასაც ადასტურებს იგივე ისტორიული რეალიები, ნაწარმოების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ამ ტრადიციული თვალსაზრისისაგან განსხვავებით ნ. მარს "აბდულმესიანი" დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა. კ. კეკელიძეს მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა (იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონების და სხვა) შეხედულებას, რომ "აბდულმესიანი" სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. შ. ნუცუბიძის აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი - თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება. ამ ორი თხზულების შერწზმის შედეგად წარმოიშვა "აბდულმესიანის" სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX სს.) და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე იაკობ დუმბაძემაც (XVII ს.). მან თხზულება არჩილ მეფის ხოტბად გადააკეთა, ტექსტში თამარის სახელი წარხოცა და ავტორობაც მიისაკუთრა.
აბდულმესიანი ხოტბები დაწერილია ამაღლებული, მწიგნობრული სტილით. ავტორი ამჟღავნებს ფართო და ღრმა განსწავლულობას.
შალვა ნუცუბიძე ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის სოციალური კულტურის, ისტორიის გარემოს საკითხების კვლევას ნუცუბიძემ ორმოცზე მეტი გამოკვლევა უძღვნა. ვეფხისტყაოსნის ლიტერატურულ-იდეოლოგიური წყაროების ძიებაში ნუცუბიძეს დიდად ეხმარებოდა ქართული სასულიერო და საერო მწერლობის, აგრეთვე ფილოსოფიური აზროვნების ზედმიწევნით ცოდნა, მათი ტექსტების დადგენა, კომენტირება და მხატვრული თარგმნა (რუსულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“, ხალხური „ამირანიანი“). ცნობილია აგრეთვე ნუცუბიძის გამოკვლევები ესთეტიკის, ქართული კულტურის ისტორიის სხვადასხვა საკითხებზე. ბერძნული „ბალავარიანის“ ქართული წარმომავლობის შესახებ.
იოანე შავთელი მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი „აბდულმესიანი“. „ქართლის ცხოვრების“, ცნობით, იოანე შავთელი იყო „ფილოსოფოსი დარიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“. იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრხეში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს „გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“. მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია „ნეტარად“, „წმინდანად“. „აბდულმესიანში“ იგი თავის თავს „მწირსა“ და „მსხმებს“ უწოდებს.
იაკობ შემოქმედელი ქართლის მეფის გიორგი XI-ის დავალებით გალექსა ბაგრატ მუხრანბატონის ანტიმაჰმადიანური თხზულება - „უსჯულოს მოჰამადისა და ქრისტიანეთ გაბაასება" (შედგება 289 თექვსმეტმარცვლიანი სტროფისაგან). მასვე ეკუთვნის თითო სტროფიანი ლექსები - არჩილ II-ის ხოტბა, პასუხი იოსებ თბილელის შეკითხვა-გამოცანებზე, რომელიც ბიბლიურ თემას ეხება, და ერთიც წაღმა-უკუღმა წასაკითხი ფორმალისტური ლექსი. ზოგიერთი ხელნაწერის მიხედვით, იაკობ შემოქმედელს მიეწერება გადაკეთებული „აბდულმესიანი", რომელშიც ქების ობიექტი თამარისა და დავით სოსლანის ნაცვლად არჩილ II-ა. იაკობ შემოქმედელს ქებით იხსენიებენ არჩილ II, დავით გურამიშვილი, ანტონ I, იოანე ბატონიშვილი და სხვები.
სარგის კაკაბაძე გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1937), შავთელის „აბდულმესიანი“ (1913, 1937) და „ამირანდარეჯანიანი“ (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის“ (1924-1925, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის“ (1928-1929, 4 წიგნი) რედაქტორი.
ნიკო მარი მნიშვნელოვანი გამოკვლელები უძღვნა მარმა ქართული კლასიკური საერო მწერლობის ძეგლებს: პირველმა გამოსცა გამოკვლევითა და კომენტარებითურთ „აბდულმესიანი“ და „თამარიანი“ („ძველი ქართველი მეხოტბენი“, რუსულ ენაზე, 1902). გააშუქა „ამირანდარეჯანიანთან“, „ვისრამიანთან“, „შაჰნამესთან“, „რუსუდანიანთან“, დაკავშირებული ქართულ-სპარსული და ქართულ-არაბული ლიტერატურული ურთიერთობების საკითხები. მარმა საფუძველი ჩაუყარა რუსთველოლოგიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის ტექსტის საკითხების, რუსთაველის იდეოლოგიისა და მისი ეპოქის შესწავლას, გამოსცა პოემის პროლოგისა და ეპილოგის ტექსტები («შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი და დასკვნითი სტროფები», რუსულ ენაზე, 1910) სათანადო გამოკვლევითა და რუსული თარგმანითურთ; მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი რუსთაველის ეპოქისა და კულტურული გარემოს შესახებ „ვეფხისტყაოსანი და ახალი კულტურულ-ისტორიული პრობლემა“ (1917).
თამარიანი (ნაწარმოები) ხოტბის მთავარი ობიექტია თამარ მეფე. თხზულება დაწერილი უნდა იყოს თამარის ზეობის ხანაში, უფრო ზუსტად - ისტორიულ რეალიებზე დაყრდნობით, XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. კომპოზიციურად "თამარიანი" წარმოადგენს ცალკეული ოდების კრებულს, რომელსაც აერთიანებს საერთო იდეური მიზანდასახულობა და ქების ობიექტები: თამარ მეფე, მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი ლაშა-გიორგი. თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები. თამარის გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, რაც აღნიშნულია იმავე ეპოქის სხვა თხზულებებშიც ("აბდულმესიანი", "ისტორიანი და აზმანი..."), გადმოცემულია მეფის სამაგალითო პირადი ღირსებანი. იგი წარმოდგენილია როგორც სახელოვანი წინაპრების (ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და სხვა) დიდებულ საქმეთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს ურყევი ბურჯი. თამარის სახელმწიფოებრივ სიბრძნეს მხარს უმშვენებს დავით სოსლანის ბრწყინვალე მხედრული ნიჭი, რაც გამოვლინდა თხწულებაშივე აღწერილ მრავალრიცხოვან ბრძოლებში. ლაშა-გიორგი დასახულია საქართველოს მომავლის იმედად, მან უნდა განაგრძოს მშობლების დიადი საქმიანობა სამშობლოს საკეთოლდღოდ.